წყავი .მარადმწვანე მცენარე

მარადმწვანე ბუჩქი ან ხე ვარდისებრთაოჯახის' ფართო ლაპლაპა ოვალური ფოთლები. ყვავილები წვრილი, თეთრიფერის, არომატულია. ნაყოფი შავი კენკრის მსგავსი. მოიცავს დაახლოებით 25 სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ანტილიის კუნძულებზე. ეს მცენარე უმეტესად გვხვდება სამხრეთ ქალაქებში. ის ძალიან ჰგავს დაფნის ფოთლებს, თუმცა მისი ფოთლები უფრო დიდი ზომისაა. ჩვეულებრივ საწამლე წყავი გვხვდება კავკასიონის ტყეებში, ზღვის დონიდან 1700 მეტრ სიმაღლეზე. სხვა მარადმწვანე მცენარეებისგან განსხვავებით, წყავი ძალიან ყინვაგამძლე მცენარეა და ლიტერატურული ცნობებით იტანს -25С.. წყავის ნაყოფი და ფოთლები საკმაოდ ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. ფოთლები შეიცავს გლიკოზიდ ამიგდალინს, ხალხურ მედიცინაში ფოთლის ცხელი ნახარში ან უბრალოდ ნაყენიც კი ცხელ რძეში გარეული ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების მკურნალობაში. ნაყოფს იყენებენ გულის დაავადებების სამკურნალოდ.

0
123

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ