ასტილბა ეზოს მრავალწლიანი ყვავილი

0
118

ასტილბა – მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, რომლის მიწისზედა ნაწილი ზამთარში კვდება. სიმაღლე დამოკიდებულია სახეობაზე 8-დან 200 სმ-მდე. აქვს პატარა  თეთრი, ვარდისფერი, იასამნისფერი ან წითელი ყვავილები. ყვავის ივნის – ივლისში.

   სად უყვარს ასტილბას ზრდა?

ასტილბას თესლიდან ან ნერგიდან გაზრდისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს: ამ კულტურას უყვარს ტენიანობა და არ მოსწონს ნათელი შუქი. ამიტომ მცენარისთვის საუკეთესო ადგილია – დაჩრდილული ადგილები, რომლებიც დღის უმეტეს საათებში მსუბუქ ჩრდილშია.

   რა არ მოსწონს ასტილბას?  

პირველ რიგში მის ნაზ ფოთლებს არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები, ასევე ფესვთა სისტემა ვერ იტანს გადახურებას და მშრალ ნიადაგს. ამიტომ უმჯობესია ასტილბა დარგოთ ჩრდილში, მის ირგვლივ კი მიწის მულჩირება მოახდინოთ.

   როგორ დავრგოთ ასტილბა სწორად?

კლუმბებში მცენარეს რგავენ ერთმანეთისგან 40 სმ-ის დაშორებით. ყვავილის ბაღში ნიადაგი უნდა იყოს ფხვიერი, კარგად გაჟღენთილი ორგანული ნივთიერებებით და ფოსფორ-კალიუმიანი სასუქებით. ასტილბას ფესვთა სისტემა ძალიან სწრაფად იზრდება, ამიტომ მისი ბუჩქები საჭიროა დავყოთ და გადავრგოთ ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც.

   რა ჩავდოთ ორმოში ასტილბას დარგვისას?

გაზაფხულზე ასტილბას დარგვისას ამოთხარეთ პატარა ორმო (20-30 სმ სიღრმე), დაასხით 30 გრ გრანულირებული კომპლექსური სასუქი,  ჭიქა ნაცარი, დაუმატეთ ნეშომპალა, კარგად აურიეთ და უხვად მორწყეთ.

   როდის იწყებს ასტილბა ყვავილობას დარგვის შემდეგ?

ყვავილობა ხდება ივლისში. ჯიში შესაფერისია კონტეინერებში გასაშენებლად. ჰიბრიდული ასტილბა კარგად იზრდება ნაწილობრივ ჩრდილში ან ჩრდილში, ნაყოფიერ, ტენიან, დრენირებულ ნიადაგებზე.

   როგორ მოვახდინოთ ასტილბას ფორმირება (გასხვლა)?

1 ნაბიჯი: შეაფასეთ მცენარე. ყურადღებით დააკვირდით ასტილბას და აარჩიეთ ღეროები, რომლების საჭიროებენ გასხვლას.

2 ნაბიჯი: მოაშორეთ მკვდარი და დაზიანებული ღეროები სეკატორის მეშვეობით.

3 ნაბიჯი: მოაჭერით მეტად გაზრდილი მონაკვეთები. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ასტილბას ზომები და ფორმა სასურველ მდგომარეობაში.

4 ნაბიჯი: დაყოფა და გადარგვა (საჭიროების შემთხვევაში). თუ თქვენი ასტილბა ძალიან სქელია ან ძალიან სწრაფად ვრცელდება, საჭიროა მათი დაყოფა და გადარგვა.

   როგორ მოვრწყათ ასტილბა სწორად?

თუ ასტილბა იზრდება ჩრდილში , მაშინ საჭიროა მოვრწყათ ის ნიადაგის გამოშრობის შეესაბამისად. ძირითადად, გვალვიან და ცხელ ამინდშიც კი მოვრწყათ არაუმეტეს კვირაში ორჯერ. თუ კლიმატი ცხელი და მშრალია და მცენარე დარგეთ ისეთ ადგილას, სადაც მზიანია დღეში მინიმუმ რამდენიმე საათით, მორწყვა აუცილებელია ყოველდღე.

   შესაძლებელია თუ არა ასტილბას სახლში, ქოთანში დარგვა?

ასტილბას პოპულარულობა განპირობებულია მისი არაპრეტენზიულობით და ყვავილობის ხანგრძლივობით. ქოთნიდან გადარგვის და მოვლის სწორი პირობების დაცვის შემთხვევაში, ასტილბა დიდხანს გაგახარებთ თავისი სილამაზით 25-35 დღის მანძილზე.   

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ