როზმარინის მოვლა

0
457

როზმარინი -მრავალწლიანი, მარადმწვანე ბუჩქი ფიჭვის სასიამოვნო
არომატით, თხელი მუქი მწვანე ფოთლებითა და პატარა მეწამული ყვავილებით.
როზმარინი მოჰყავთ როგორც ბაღში, ასევე ოთახის მცენარედ.


აღწერა
ოთახის როზმარინს აქვს მარადმწვანე ხაზოვანი ფოთლები. გაზაფხულის ბოლოს
როზმარინის ბუჩქი ყვავის. ყვავილობისას უჩნდება მისთვის დამახასიათებელი
ყვავილი, შემდეგ ხდება ნაყოფის ფორმირება მუქი კაკლის სახით. სახლის
პირობებში ყვავილობა და ნაყოფიერება ნაკლებად სავარაუდოა.


ზრუნვა
ნათელი დიფუზური განათება, რეგულარული ზომიერი მორწყვა კვირაში
ერთხელ. როზმარინი კარგად იზრდება სახლში ნათელ შუქზე. უმჯობესია, თუ
ბუჩქი იღებს მზის პირდაპირ შუქს. არ ეშინია გვალვის, თუმცა ოთახის
პირობებში ვერ იტანს ორპირს და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს.


ტემპერატურა

ადაპტირებულია ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე, რომელიც მერყეობს 17-
24 გრადუს სითბომდე. მცენარისთვის სასარგებლო იქნება ოთახის რეგულარული
განიავება.


სარგებელი
ახდენს ჰაერის განახლებასა და მის დეზინფექციას, აფრთხობს მწერებს.
გამოიყენება როგორც ხალხურ მედიცინაში, ასევე სხვადასხვა კერძის
მოსამზადებლად. სანელებლის სახით უხდება ხორცს, თევზსა და სოკოს.
ხალხურ მედიცინაში როზმარინი გამოიყენება ნაღვლისა და შარდის გადინების
გასააქტიურებლად, ნაწლავის გაზების სალიკვიდაციოდ და ანტისეპტიკად.
როზმარინის აქტიური ნივთიერებები, რომლებიც თანამედროვე ხალხურ
მედიცინაში გამოიყენება, მცენარის გამხმარი ფოთლებიდან მიიღება.
ნაკლოვანებები
შეიძლება გამოიწვიოს ალერგია.

კვება
არ საჭიროებს საკვებ დანამატს. მისი გადარგვა ღია გრუნტში შესაძლებელია
მაისის თვეში.


გასხვლა
როზმარინის გასხვლა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ გასხვლის
დრომ შეიძლება გავლენა მოახდინოს მცენარის ზრდასა და ჯანმრთელობაზე.
საზაფხულო გასხვლა რეკომენდირებულია პირველ ყინვამდე ან შემოდგომამდე
1-2 თვით ადრე, ჩვეულებრივ აგვისტოში ან სექტემბერში.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ