MyGarden
Services Background

ჩვენი სერვისები

მთავარი სერვისები

გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ლანდშაფტურ სერვისებს თქვენი ეზოს იდეალური იერსახისთვის.

ავტომატური სარწყავი სისტემები

დაზოგეთ დრო და წყლის რესურსი ჩვენი თანამედროვე, ავტომატური სარწყავი სისტემებით. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ინდივიდუალურ დაპროექტებასა და მონტაჟს, რათა თქვენმა მცენარეებმა მიიღონ ზუსტად იმდენი ტენიანობა, რამდენიც ესაჭიროებათ.

მეტის ნახვა

ლანდშაფტის პროექტირება

ვაქცევთ თქვენს იდეებს რეალობად. ჩვენი გუნდი გთავაზობთ ეზოსა და ბაღის სრულყოფილ ლანდშაფტურ დიზაინს, სადაც თითოეული დეტალი ფუნქციურად გამართული და ესთეტიკურად მიმზიდველია, თქვენი სივრცის მაქსიმალური და გონივრული ათვისებით.

მეტის ნახვა

ბაღის მოვლა

მიანდეთ თქვენი ბაღის სილამაზე პროფესიონალებს. გთავაზობთ ეზოს კომპლექსურ მოვლას წლის ნებისმიერ სეზონზე. ჩვენი სანდო გუნდი იზრუნებს მცენარეების ჯანსაღ ზრდასა და თქვენი გამწვანების იდეალური იერსახის მუდმივ შენარჩუნებაზე.

მეტის ნახვა

რულონური გაზონი

მიიღეთ მწვანე და ხავერდოვანი ეზო უმოკლეს დროში. გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, 6 კომპონენტიანი კოინდარის რულონური გაზონის დაგებას, რომელიც გამოირჩევა გამძლეობითა და იდეალური ადაპტაციით ჩვენს ადგილობრივ კლიმატური პირობებთან.

მეტის ნახვა

მავნებლებთან ბრძოლა

დავიცვათ თქვენი მცენარეები დაავადებებისა და მწერებისგან! ვიყენებთ უსაფრთხო და ეფექტურ პრეპარატებს მავნებლებთან საბრძოლველად. პრევენციული და სამკურნალო წამლობები თქვენი ბაღის ხანგრძლივი სიჯანსაღისა და სილამაზისთვის.

მეტის ნახვა

გასხვლა და ფორმირება

მცენარის სწორი განვითარებისთვის სხვლა-ფორმირება აუცილებელია. ჩვენი სპეციალისტები უზრუნველყოფენ ხეხილისა და დეკორატიული მცენარეების პროფესიონალურ გასხვლას, რაც ხელს უწყობს მათ სიჯანსაღეს, გაახალგაზრდავებასა და ესთეტიკურობას.

მეტის ნახვა