Search
Generic filters

წესები და პირობები

როგორ შევიძინოთ mygarden.ge -ზე (პირობები)

1 პროდუქციის საყიდლად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შეიყვანოთ თქვენი პირადი მონაცემები შეავსოთ ყველა მოცემული ველი.დაამატოთ ბარათი რომელზეც იქნება პროდუქციის შესაბამისი თანხა. იხილეთ ლინკი (პროპილის რეგისტრაციის ვიდეო სქრინი)

როდის შეგვიძლია შევუკვეთოთ საიტზე პროდუქტი

პროდუქციის შეკვეთა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს 24/7
ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa, Mastercard, და Amex ბარათის მეშვეობით. იხილეთ ბარათის მონაცემების შევსებით ინსტრუქცია: ლინკი

თქვენი ანგარიში და პროფილი

თქვენი ანგარიშით სარგებლობა არარის დაშვებული სხვა პირისთვის და ყველა ოპერაციაზე თქვენ ხართ პასუხისმგებელი. mygarden.ge -ს აქვს 3d დაცვის პროგრამა მიუხედავად ამისა თუ შეიტყობთ ნებისმიერი სხვა პირის თქვენი ანგარიშით სარგებლობის შესახებ დაუყონებლივ გვაცნობეთ

1 იმ შემთხვევაში, თუ ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქცი მოცემულია არასწორი ფასით ან ინფორმაციით, რაც გამოწვეულია სისტემური შეცდომით, კომპანიას უფლება აქვს ამ შემთხვევაში უარი თქვას შეკვეთაზე ან შეაჩეროს შეკვეთა. ეს უფლება ძალაშია მაშინაც, როცა გადახდა უკვე განხორციელებულია.mygarden.ge არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენ, როგორც ვებ გვერდის მომხმარებელმა, ვერ შეიძინეთ სასურველი პროდუქტი მიუხედავად იმისა, რომ ეს პროდუქტი თქვენ შეძენის მომენტამდე, გადახდის ოპერაციის განხორციელებამდე იხილეთ mygarden.ge – ის ვებ გვერდზე ან დაარეზერვეთ ის თქვენს ელექტრონულ ჩანთაში. თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო კალათში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ ვებ გვერდზე სხვა დარეგისტრირებული მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს mygarden.ge – იდან, ამიტომ გირჩევთ დროულად განახორციელოთ შესყიდვის ოპერაცია

დაბრუნების პოლიტიკა

თუ პროდუქტი დაზიანებული მივიდა ადრესატამდე აღნიშნული ფაქტი იქნება გამოძიებული შესაბამისი ორგანოების მიერ და კომპანიის ბრალეულობის შემთხვევაში ანაზღაურებული იქნება პროდუქტით ან თანხით შეთანხმების თანახმად

ტრანსპორტირება 
ტრანსპორტირების დრო დამოკიდებულია შეკვეთის დასრულების ადგილსა და შეკვეთის დროზე, მაგალითად თბილისის მაშტაბით ორშაბათს 13:00 საათზე  შეკვეთილ ნივთს მიიღებთ სამშაბათს. რეგიონებში მიწოდება ხდება 3 დან 5 სამუშაო დღემდე ტრანსპორტირების ვადაში არ ჩაითვლება არა სამუშაო დღეები უქმეები შაბათ-კვირა  გზების გატაკეტვით გამოწვეული შეფერხებები ბუნებრივი მოვლენით ხელისშემშლელი პირობებით გაუქმებული სამუშაო დღეები
ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე
ნივთი დამატებულია კალათაში. კალათის ნახვა