Categories
ფოთლოვანი

ალისფერი მუხა

ალისფერი მუხა არის საშუალო ზრდის ინტესივობის ხე, იგი აღწევს 20-25 მ სიმაღლეს და 9-12 მ სიგანეს. ტოტები ჰორიზონტალურად იზრდება და გარდა მთავარი ტოტებისა იგი დახუნძლულია უამრავი წვრილი ტოტით. ხის კენწერო დროთა განმავლობაში იძენს მრგვალ და ღია ფორმას.მცენარე ქმნის ბრტყელ გვირგვინისებრ ფესვთა სისტემას.

ახალგაზრდა ტოტები ყვითელი ან ნარინჯისფერ-ოქროსფერია. ფოთლები მუქი მწვანეა, მოგრძო-ოვალური, გარედან მბზინავი, 8-15 სმ სიგრძის, თოთოეულ მხარეს 3-4 დაბოლოებით. შემოდგომით ფოთლები კაშკაშა ალისფერი ხდება რაც ნამდვილ ფერად ფეიერვერკს მოგაგონებთ, ზამთრის განამვლობაში მისი ფოთლები გადაიფერებიან ყავისფრად.

მცენარის სახლი ჩრდილოეთ ამერიკაა საიდანაც იგი გავრცელდა მთელს ევროპაში მისი მომხიბვლელი ფერის გამო.

მუხის ყვავილობა იწყება აპრილი/მაისში.მისი კაკლები კვერცხისებრია,2 სმ სიგრძის და მწიფდება მეორე წლის შემოდგომაზე.

მისი ოპტიმალური საცხოვრებელი ადგილი არის მზიანი ან ოდნავ დაჩრდილული ადგილები, მშრალი ან ოდნავ ტენიანი, მჭავე ან ოდნავ ტუტე ნიადაგი.იგი ყინვა და ქარ გამძლეა, არ ზიანდება ქალაქის გარემოთი,იმუნურია ბევრი დაავადებებისა და მავნებლების მიმართ. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა აღწევს 80 წელს.

Categories
ფოთლოვანი

ლიქვიდამბარი

ამბრის ხე, იზრდება 30-40 მ სიმაღლისა და 6-12 მ სიგანის, უყვარს სინათლე, იგი იმუნურია გარემოს დაბინძურების მიმართ, სიბერეში ძალიან ყინვაგამძლე ხე, ახალგაზრდობაში სწრაფად და სწორად მზარდი. მოგვიანებით მისი წვერო ქოლგის ფორმას იძენს. ტოტები წითელ-ყავისფერია კორპის ზოლებით. ფოთლები მუქი მწვანეა, გულის ფორმის,ხუთი დაბოლოებით . შემოდგომის მშვენიერი ფერები,როგორიცაა,ნათელი წითელი, ყვითელი, მწვანე და მეწამული, ჩნდება ადრე და არ ქრება დიდი ხნის განმავლობაში. თუ ახალგაზრდა ფოთლებს დავჭმუჭნით იგი გამოყოფს ამბრის არომატს. ერთოჯახიანი მცენარე შეუმჩნეველი ყვავილებით. ნაყოფი მრგვალია, გრძელ ღეროზე, გარეგნულად ჰგავს ჭანდრის ნაყოფს. ფესვთა სისტემა გულის ფორმისაა,რომელიც ძალიან შორს ვრცელდება.იგი ღირებული და ჯანსაღია, ქალაქის კლიმატისადმი მდგრადი, საკმაოდ არაპრეტენზიული ცალკედ მდგომი ხე, რომელსაც უყვარს ფხვიერი, ოდნავ მჟავე და ქორფა ნიადაგი. გარემო თბილი დღეებითა და ცივი ღამეებით შემოდგომის ინტენსიური ფერების მიცემისათვის აუცილებელი პირობაა.

Categories
ფოთლოვანი

ირმის რქა lagershtremia

ირმის რქა (Lagerstroemia) იმიტომ დაარქვეს, რომ ტოტები ირმის რქებს უგავს. მეორენაირად ინდურ იასამანს ეძახიან, ყვავილედის ფორმის გამო. სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. ევროპელებმა ინდოეთიდან გაიცნეს. ამიტომ უწოდებენ ინდურს. ფილიპინებზე ღვთიურ ყვავილს ეძახიან. ირმის რქის რამდენიმე დეკორატიული სახეობა არსებობს (ინდური, ფლორიბუნდა, უხვადმოყვავილე, მშვენიერი), საიდანაც ჯიშებია გამოყვანილი. სახეობები ერთმანეთისაგან ფოთლისა და ყვავილების

ფორმით განსხვავდება. ინდურ სახეობას ყვავილედი უფრო სავსე აქვს, სხვებს უფრო მეჩხერი, მაგრამ მეტად ლამაზი ფორმის და შეფერილობის ყვავილებით: წითელი, თეთრი, ვარდისფერი, იასამნისფერი და ღია მელნისფერი. ირმის რქა ფოთოლმცვენია, სითბოს მოყვარული. უფრო ხშირად ლამაზად მოყვავილე ბუჩქია, შეიძლება ხის ფორმითაც შეგხვდეთ, რომელიც რამდენიმე მეტრის სიმაღლის იზრდება. მისი მთავარი ღირსება, გარდა ლამაზი ყვავილებისა, ხანგრძლივი ყვავილობაა, რომელიც ივნისიდან ოქტომბრამდე გრძელდება. გაზაფხულზე შედარებით გვიან იღვიძებს. შემოდგომით კი ზურმუხტისფერი ფოთლები ცეცხლის ფერებად ელვარებს და მცენარე ყვავილობის დასრულების შემდგომაც მეტად დეკორატიულია. იმისთვის, რომ მცენარე ჯანმრთელი გაიზარდოს და უხვად იყვავილოს, მზიანი ადგილი აუცილებელია. უყვარს ფხვიერი, ნოყიერი ნიადაგი, ზომიერი ტენიანობით. ხანმოკლე გვალვას ადვილად იტანს. ასევე ხანმოკლე ყინვებსაც -15 გრადუსამდე. მორწყვა ზომიერად სჭირდება,

რომელიც ივნისიდან ოქტომბრამდე გრძელდება. გაზაფხულზე შედარებით გვიან იღვიძებს. შემოდგომით კი ზურმუხტისფერი ფოთლები ცეცხლის ფერებად ელვარებს და მცენარე ყვავილობის დასრულების შემდგომაც მეტად დეკორატიულია. იმისთვის, რომ მცენარე ჯანმრთელი გაიზარდოს და უხვად იყვავილოს, მზიანი ადგილი აუცილებელია. უყვარს ფხვიერი, ნოყიერი ნიადაგი, ზომიერი ტენიანობით. ხანმოკლე გვალვას ადვილად იტანს. ასევე ხანმოკლე ყინვებსაც -15 გრადუსამდე. მორწყვა ზომიერად სჭირდება,

ზედმეტი წყალი ფესვებს ულპობს. ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში გაცილებით უკეთ ხარობს, თუმცა სიმშრალეს ეგუება და ყვავილობაში ხელს არ უშლის. ადრე გაზაფხულზე, სანამ გაიფოთლება, ირმის რქის ბუჩქის გასხვლა კარგ შედეგს იძლევა: ვითარდება ბევრი ახალი საყვავილე ყლორტი. ხის ფორმით მზარდი მცენარისთვისაც ფორმირება საჭირო პროცედურაა: უნდა მოსცილდეს ირიბად მზარდი და ჩახშირებული ტოტები. სხვლა-ფორმირება

შეიძლება შემოდგომითაც, ყვავილობის ან ფოთოლცვენის შემდეგ. ირმის რქა ქოთნის პირობებსაც მეტ-ნაკლებად კარგად იტანს. აივანზე, მზიან ადგილას მდგარი, იზრდება და ყვავის. ამ დროს ქოთანი გადახურებისგან უნდა დავიცვათ, რომ ფესვები არ დაეწვას. ქოთნის პირობებში ისეთ მრავალტოტიანს და უხვადმოყვავილეს ვერ გავზრდით, როგორც ღია გრუნტში, მაგრამ ასეც მეტად დეკორატიულია

და გარემოს ალამაზებს. ამ თვისების გამო ბონსაისთვისაც შესაფერისი მცენარეა და ხშირად იყენებენ ჯუჯა ხეების გამოსაყვანად. ირმის რქა ადვილად მრავლდება კალმით, თესლით და ბუჩქის დაყოფითაც. დათესილი მცენარე, შეიძლება, ზუსტად ისეთი არ გამოვიდეს, როგორიც დედა მცენარე იყო. თუ თესლი ჰიბრიდული მცენარიდან ავიღეთ, ამ შემთხვევაში გენეტიკური ნიშან-თვისებები დაითიშება და ახალი მცენარე დედისგან განსხვავებულ გარეგნობას იმემკვიდრებს. ადვილად ფესვიანდება ქვიშაში, ტორფში, პერლიტში ან მათ ნარევში. ბუჩქის დაყოფა კი შეიძლება მცენარის მოსვენების პერიოდში: შემოდგომით, ფოთოლცვენის შემდეგ, ან გაზაფხულზე, მცენარის გაღვიძებამდე.

Categories
ფოთლოვანი

ნეკერჩხალი

იაპონური ნეკერჩხლები განსაკუთრებული დეკორატიულობით გამოირჩევიან.

ამ დასახელებაში ორი ბოტანიკური სახეობა მოიაზრება: Acer japonicum: იაპონური ნეკერჩხალი და Acer palmatum: მარაოსებრი ნეკერჩხალი. ამ სახეობებიდან კიდევ სახესხვაობებია გამოყვანილი სხვადასხვა ჯიშების სახით. ორივე სახეობა, ბუნებაში, იაპონიის გარდა, იზრდება კორეასა და აღმოსავლეთ ჩინეთში. ორივე, როგორც ბოტანიკური სახეობები, ისე მათი კულტივარები,  ნელამზარდი მცენარეებია. შემოდგომის შეფერილობა მეტად ეფექტური აქვთ: მწვანეფოთლიანები ოქროსფერ-ყვითელი, ნარინჯისფერი ან მეწამული წითლები ხდებიან, წითელფოთლიანები კი ძოწისფრად იფერებიან, ზოგს მელნისფერიც დაჰკრავს. ზოგი მწვანეფოთლიანი კულტივარი კი საგაზაფხულოდაც ფერადდება: ახალი ფოთლები სალათისფერი ან წითელი გამოსდის, რომლებიც გაშლის შემდეგ ჩვეულებრივ ფერს იღებს.

იაპონური ნეკერჩხლები ფოთოლმცვენი პატარა ან საშუალო ზომის ხეებია, ან ბუჩქები. ფოთლები ძლიერად აქვთ დანაკვთული, რაც განუმეორებელ იერსახეს აძლევს ორივე სახეობის მცენარეებს. ფოთლებიც ფერიც, ფორმასთან ერთად, არანაკლებ ეფექტურია. იაპონური სახეობის კულტივარების ფოთლები წითლის სხვადასხვა ტონალობით გამოირჩევიან. ცნობილია 4 ქვესახეობა, რომლებიც ერთმანეთისგან ფოთლების ზომით, დანაკვთულობითა და შეფერილობით განირჩევიან.

მარაოსებრი ნეკერჩხლებიც პატარა ხეები ან საშუალო ზომის ბუჩქებია. ხეებს მსხვილი ვარჯი აქვთ. ფოთლები იაპონურ სახეობაზე უფრო ძლიერ დანაკვთული და ფერადია. ზოგჯერ, კულტივარების შემთხვევაში, ფოთოლში რამდენიმე ფერი შეიმჩნევა, განსაკუთრებით შემოდგომით. არის ჭრელფოთოლა ჯიშები: თეთრ-მწვანე ან ყვითელ-მწვანე. ისინი შემოდგომით არ წითლდებიან. ორივე სახეობის ნეკერჩხლები ძალიან მგრძნობიარეები არიან ქარის მიმართ. თუ ქარს ჰაერის სიმშრალეც ემატება, ფოთლები წვეროებიდან ხმობას იწყებს, ქარისგან იხევა, ნახევრად ცვივა და მცენარე დეკორატიულობას სრულიად კარგავს. საქართველოს პირობებისთვის საკმაოდ ყინვაგამძლე მცენარეებია, მთავარია ქარისგან დაცულ ადგილას დაირგას. ნიადაგი ნოყიერი და წყლის კარგი გამტარი უნდა ჰქონდეს, ნეიტრალური ან სუსტად მჟავე რეაქციის. მორწყვა ზომიერი სჭირდება, ხანგრძლივ გვალვას ცუდად იტანს: ფოთლები ეჭმუხნება და ეტრუსება. მზით განათებული ადგილი აუცილებელი პირობაა წითელფოთლიანი ჯიშებისთვის, მწვანეფოთლიანებისთვისაც საშემოდგომო შეფერილობას მზის სხივები განაპირობებს. მზის პირდაპირ სხივებს არ მოითხოვს მხოლოდ ჭრელფოთოლა კულტივარები, თუმცა კარგი განათება მათთვისაც აუცლებელია.

ნაზფოთლიანი ჯიშები ზაფხულის მწველ მზეს ცუდად იტანენ, ამიტომ მათთვის დასავლეთის მზიანი ადგილი უნდა შევარჩიოთ.

ნეკერჩხლები დაავადებების მიმართ მიდრეკილებით არ გამოირჩევიან, მავნებლები კი ძალიან იშვიათად ეტანებიან. წყლის სისტემატიური ნაკლებობით ფესვებზე სოკოვანი დაავადება უვითარდებათ, რომელიც ხშირად მცენარის დაღუპვის მიზეზი ხდება. ჭარბი ტენიანობისგან კი შეიძლება ნაცარი დაემართოთ.

გადარგვას ცუდად იტანენ, ფესვებზე შემწოვი ბუსუსების დაზიანება გამოუსწორებელ ზიანს აყენებთ. პატარა ზომის ჯიშები ქოთნის პირობებსაც ეგუებიან, რადგან ნელამზარდები არიან. იაპონური ნეკერჩხალი ადვილად ფორმირდება და მისგან ლამაზი ბონსაი გამოდის.

მრავლდება თესლით ან მყნობით.

საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის

საზოგადოებრივი კოლეჯის პედაგოგი, სამების

საკათედრო ტაძრის მებაღე მაია ქურდაძე