MyGarden
ბაღის მოვლა პროექტირება სარწყავი სისტემები

სიცოცხლე თქვენს
ეზოში

MyGarden — 16 წლიანი გამოცდილება თქვენი ბაღის სრულყოფილებისთვის. 2010 წლიდან ვქმნით გამორჩეულ ლანდშაფტებს. ჩვენი ცოდნა 200-ზე მეტმა გადამზადებულმა სპეციალისტმა გაიზიარა, რათა თქვენი ეზო მუდამ იდეალური იყოს.

რას გთავაზობთ

პრემიუმ სერვისები

ავტომატური სარწყავი სისტემები

დაზოგეთ დრო და წყლის რესურსი ჩვენი თანამედროვე, ავტომატური სარწყავი სისტემებით. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ინდივიდუალურ დაპროექტებასა და მონტაჟს, რათა თქვენმა მცენარეებმა მიიღონ ზუსტად იმდენი ტენიანობა, რამდენიც ესაჭიროებათ.

მეტის ნახვა

ლანდშაფტის პროექტირება

ვაქცევთ თქვენს იდეებს რეალობად. ჩვენი გუნდი გთავაზობთ ეზოსა და ბაღის სრულყოფილ ლანდშაფტურ დიზაინს, სადაც თითოეული დეტალი ფუნქციურად გამართული და ესთეტიკურად მიმზიდველია, თქვენი სივრცის მაქსიმალური და გონივრული ათვისებით.

მეტის ნახვა

ბაღის მოვლა

მიანდეთ თქვენი ბაღის სილამაზე პროფესიონალებს. გთავაზობთ ეზოს კომპლექსურ მოვლას წლის ნებისმიერ სეზონზე. ჩვენი სანდო გუნდი იზრუნებს მცენარეების ჯანსაღ ზრდასა და თქვენი გამწვანების იდეალური იერსახის მუდმივ შენარჩუნებაზე.

მეტის ნახვა

რულონური გაზონი

მიიღეთ მწვანე და ხავერდოვანი ეზო უმოკლეს დროში. გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, 6 კომპონენტიანი კოინდარის რულონური გაზონის დაგებას, რომელიც გამოირჩევა გამძლეობითა და იდეალური ადაპტაციით ჩვენს ადგილობრივ კლიმატური პირობებთან.

მეტის ნახვა

მავნებლებთან ბრძოლა

დავიცვათ თქვენი მცენარეები დაავადებებისა და მწერებისგან! ვიყენებთ უსაფრთხო და ეფექტურ პრეპარატებს მავნებლებთან საბრძოლველად. პრევენციული და სამკურნალო წამლობები თქვენი ბაღის ხანგრძლივი სიჯანსაღისა და სილამაზისთვის.

მეტის ნახვა

გასხვლა და ფორმირება

მცენარის სწორი განვითარებისთვის სხვლა-ფორმირება აუცილებელია. ჩვენი სპეციალისტები უზრუნველყოფენ ხეხილისა და დეკორატიული მცენარეების პროფესიონალურ გასხვლას, რაც ხელს უწყობს მათ სიჯანსაღეს, გაახალგაზრდავებასა და ესთეტიკურობას.

მეტის ნახვა

სიახლეები & რჩევები

ჩვენი ბლოგი

ყველა სტატია
Blog Image
დიზაინი
12 მაისი, 2024 5 წთ საკითხავი

სივრცის ზონირება მცირე ზომის ეზოებში

როგორ ვაქციოთ პატარა ფართობი მრავალფუნქციურ და ვიზუალურად უფრო დიდ სარეკრეაციო სივრცედ.

კითხვა
Blog Image
რჩევები
28 აპრილი, 2024 3 წთ საკითხავი

მცენარეების შერჩევა ქართული კლიმატისთვის

გაიგეთ რომელი დეკორატიული თუ მარადმწვანე მცენარეები ხარობს საუკეთესოდ ჩვენს რეგიონში.

კითხვა
Blog Image
ტექნოლოგიები
15 აპრილი, 2024 4 წთ საკითხავი

ჭკვიანი სარწყავი სისტემების უპირატესობები

დაზოგეთ წყალი და ენერგია. შეიტყვეთ, რატომ არის ავტომატიზებული მორწყვა საუკეთესო ინვესტიცია.

კითხვა