Search
Generic filters
ირმის რქა lagershtremia

ირმის რქა (Lagerstroemia) იმიტომ დაარქვეს, რომ ტოტები ირმის რქებს უგავს. მეორენაირად ინდურ იასამანს ეძახიან, ყვავილედის ფორმის გამო. სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. ევროპელებმა ინდოეთიდან გაიცნეს. ამიტომ უწოდებენ ინდურს. ფილიპინებზე ღვთიურ ყვავილს ეძახიან. ირმის რქის რამდენიმე დეკორატიული სახეობა არსებობს (ინდური, ფლორიბუნდა, უხვადმოყვავილე, მშვენიერი), საიდანაც ჯიშებია გამოყვანილი. სახეობები ერთმანეთისაგან ფოთლისა და ყვავილების

ფორმით განსხვავდება. ინდურ სახეობას ყვავილედი უფრო სავსე აქვს, სხვებს უფრო მეჩხერი, მაგრამ მეტად ლამაზი ფორმის და შეფერილობის ყვავილებით: წითელი, თეთრი, ვარდისფერი, იასამნისფერი და ღია მელნისფერი. ირმის რქა ფოთოლმცვენია, სითბოს მოყვარული. უფრო ხშირად ლამაზად მოყვავილე ბუჩქია, შეიძლება ხის ფორმითაც შეგხვდეთ, რომელიც რამდენიმე მეტრის სიმაღლის იზრდება. მისი მთავარი ღირსება, გარდა ლამაზი ყვავილებისა, ხანგრძლივი ყვავილობაა, რომელიც ივნისიდან ოქტომბრამდე გრძელდება. გაზაფხულზე შედარებით გვიან იღვიძებს. შემოდგომით კი ზურმუხტისფერი ფოთლები ცეცხლის ფერებად ელვარებს და მცენარე ყვავილობის დასრულების შემდგომაც მეტად დეკორატიულია. იმისთვის, რომ მცენარე ჯანმრთელი გაიზარდოს და უხვად იყვავილოს, მზიანი ადგილი აუცილებელია. უყვარს ფხვიერი, ნოყიერი ნიადაგი, ზომიერი ტენიანობით. ხანმოკლე გვალვას ადვილად იტანს. ასევე ხანმოკლე ყინვებსაც -15 გრადუსამდე. მორწყვა ზომიერად სჭირდება,

რომელიც ივნისიდან ოქტომბრამდე გრძელდება. გაზაფხულზე შედარებით გვიან იღვიძებს. შემოდგომით კი ზურმუხტისფერი ფოთლები ცეცხლის ფერებად ელვარებს და მცენარე ყვავილობის დასრულების შემდგომაც მეტად დეკორატიულია. იმისთვის, რომ მცენარე ჯანმრთელი გაიზარდოს და უხვად იყვავილოს, მზიანი ადგილი აუცილებელია. უყვარს ფხვიერი, ნოყიერი ნიადაგი, ზომიერი ტენიანობით. ხანმოკლე გვალვას ადვილად იტანს. ასევე ხანმოკლე ყინვებსაც -15 გრადუსამდე. მორწყვა ზომიერად სჭირდება,

ზედმეტი წყალი ფესვებს ულპობს. ჰაერის მაღალი ტენიანობის პირობებში გაცილებით უკეთ ხარობს, თუმცა სიმშრალეს ეგუება და ყვავილობაში ხელს არ უშლის. ადრე გაზაფხულზე, სანამ გაიფოთლება, ირმის რქის ბუჩქის გასხვლა კარგ შედეგს იძლევა: ვითარდება ბევრი ახალი საყვავილე ყლორტი. ხის ფორმით მზარდი მცენარისთვისაც ფორმირება საჭირო პროცედურაა: უნდა მოსცილდეს ირიბად მზარდი და ჩახშირებული ტოტები. სხვლა-ფორმირება

შეიძლება შემოდგომითაც, ყვავილობის ან ფოთოლცვენის შემდეგ. ირმის რქა ქოთნის პირობებსაც მეტ-ნაკლებად კარგად იტანს. აივანზე, მზიან ადგილას მდგარი, იზრდება და ყვავის. ამ დროს ქოთანი გადახურებისგან უნდა დავიცვათ, რომ ფესვები არ დაეწვას. ქოთნის პირობებში ისეთ მრავალტოტიანს და უხვადმოყვავილეს ვერ გავზრდით, როგორც ღია გრუნტში, მაგრამ ასეც მეტად დეკორატიულია

და გარემოს ალამაზებს. ამ თვისების გამო ბონსაისთვისაც შესაფერისი მცენარეა და ხშირად იყენებენ ჯუჯა ხეების გამოსაყვანად. ირმის რქა ადვილად მრავლდება კალმით, თესლით და ბუჩქის დაყოფითაც. დათესილი მცენარე, შეიძლება, ზუსტად ისეთი არ გამოვიდეს, როგორიც დედა მცენარე იყო. თუ თესლი ჰიბრიდული მცენარიდან ავიღეთ, ამ შემთხვევაში გენეტიკური ნიშან-თვისებები დაითიშება და ახალი მცენარე დედისგან განსხვავებულ გარეგნობას იმემკვიდრებს. ადვილად ფესვიანდება ქვიშაში, ტორფში, პერლიტში ან მათ ნარევში. ბუჩქის დაყოფა კი შეიძლება მცენარის მოსვენების პერიოდში: შემოდგომით, ფოთოლცვენის შემდეგ, ან გაზაფხულზე, მცენარის გაღვიძებამდე.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on skype
Share on telegram
ნივთი დამატებულია კალათაში. კალათის ნახვა