როზმარინი ეს არის ბუჩქობრივი მცენარე რომლის სიმაღლე 50-200 სმ-მდე აღწევს.
მისი ფოთლები მოკლეა , მარადმწვანე, ხაზოვანი, ბოლოს ბლაგვი, კიდეებზე ჩამოშვებული, სქელი.
მისი ყვავილები ლურჯი-იისფერია, ფოთლების მსგავსად ისიც ჩამოშვებულია;
ნაყოფი მომრგვალო კვერცხისებრი, გლუვი, მოყავისფრო კაკალია.
ყვავილობს აპრილ-მაისში. ისრაელში ყვავილობა შეიძლება გაგრძელდეს ნოემბრამდე. ნაყოფი მწიფდება სექტემბერში.
მცენარე სითბოს მოყვარულია, ამიტომ ზამთარში მისი გაზრდის ოპტიმალური გზაა მცენარის კასრებში მოთავსება ისე რომ ტემპერატურა არ დავარდეს +5 ცელსიუსზე ნაკლებად ან მის ფესვებში ქიმიური დანამატების (სასუქის)შეყვანა რათა ყინვის მიმართ უფრო მდგრადი იყოს .
მცენარე მრავალი დანიშნულბით შეიძლება გამოვიყენოთ, მას იყენებენ როგორც კულინარიაში, ასევე მედიცინაშიც.კულინარიაში მას აქვს სუნელის დანიშნულება,იგი გამოირჩევა ძლიერი მოტკბო არომატით,მას გამოიყენებენ თევზის დამუშვებისას,წვნიანთან,ხორცთან,სალათებთან და ა.შ. მისი თვისებები ადამიანის ორგანიზმს ეხმარება საჭმლის მონელებაში,სისხლის ცირკულაციაში,მეხსიერებისა და მხედველობის გაუმჯობესებაში,გაციებისა და ვირუსების მარტივად გადატანაში.
ეს მცენარე ველურად იზრდება ჩრდილოეთ აფრიკაში (ალჟირი, ლიბია, მაროკო, ტუნისი), თურქეთში, კვიპროსში; ასევე ევროპის სამხრეთ ნაწილში – საბერძნეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, სამხრეთ საფრანგეთში. უყვარს მშრალი ფერდობები, იზრდება ძირითადად მთაში.
