როგორ გავახაროთ ლიმონი ოთახის პირობებში

0
8

იაპონელმა მეცნიერ-ფსიქოლოგებმა დაადგინეს, ოთახში სასიამოვნო სუნი დგება, რაც ხელს უწყობს ატმოსფეროს გაჯანსაღებას. ფიტონციდების არსებობა კი მრავალი დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს სპობს.

ლიმონის საოთახე კულტურისათვის ზოგიერთი მკვლევარი ირჩევს თესლნერგს ან კალმების დაფესვიანებით მიღებულ ნერგებს. როგორც ცნობილია, თესლნერგი ჯერ ერთი გვიან (10-12 წელი) შედის მსხმოიარებაში, ასევე თესლნერგი უმეტეს შემთხვევაში ვერ იძლევა ისეთ ნაყოფებს, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, ამიტომ უმჯობესია ლიმონის ნერგების საოთახო კულტურისათვის კალმების დაფესვიანებით გამოყვანა.

სასურველია შეირჩეს ჯიში , რომლისთვისაც დამახასიათებელია კომპაქტური, კარგად შეფოთლილი ვარჯი, უხვი მსხმოიარობა. შერჩეულ მცენარეს გაზაფხულზე უნდა ჩაუტარდეს მსუბუქი გასხვლა, რაც გამოიწვევს საკალმე ტოტების ინტენსიურ განვითარებას /აგროკავკასია/.

ივლის-აგვისტოს პერიოდში ლიმონის დასაკალმებლად უნდა აიჭრას 4-5 მილიმეტრი სისქისა და 10-11 სანტიმეტრი სიგრძის ტოტები /აგროკავკასია/.

კალამი უნდა ჩაირგას ღრმად (5-6 სმ), ზემოდან უნდა დავახუროთ გამჭვირვალე (მინის) ქილა და დავდგათ სითბოში (25-300C). დაახლოებით ერთ თვეში დაფესვიანდება (ქილის გარეშე საშუალოდ 2 თვე) და შემდეგ გადავრგათ მაღალ ქოთანში /აგროკავკასია/.

ლიმონის კასრებში დარგვამდე რეკომენდირებულია 50 % ბაღის მიწა, 25 % ნეშომპალა (გადამწვარი ნაკელი) და 25 % ქვიშის ნაზავი.

ნერგი უნდა ჩაირგას დაახლოებით 30 სმ სიმაღლის და 30 სმ სიგანის ჭურჭელში, რომელსაც უკეთებენ 4-5 ცალ 5 მმ-იან ნახვრეტს. დარგვის შემდეგ უნდა დაუსვან ჭიგო და ააკრან.

აღნიშნული ჭურჭლის ზომა და მოცულობა იცვლება მცენარის ხნოვანების მიხედვით, 6-8 წლიანი ნერგებისათვის საჭიროა 40X55 სმ ჭურჭელი; ჭურჭელი შეიძლება იყოს თიხის, ხის, ლითონის, პლასტმასის.

მცენარის ტენით უზრუნველყოფისათვის აუცილებელია მორწყვა საჭიროების მიხედვით, ასევე ჰაერაცია, ამიტომ ოთახში აუცილებელია ჰაერის შეფარდებითი ტენიანობის ამაღლება.

დადგენილია, რომ ერთი ნაყოფის წარმოსაქმნელად 8-10 ფიზიოლოგიურად აქტიური ფოთოლია საჭირო. ამიტომ თუ ეს ასე არ არის, იმ წელს ნაყოფს არ იძლევა, საკვები ნივთიერებების უკმარისობის გამო ყვავილები და ნასკვები არ ვითარდება და ცვივა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here