Search
Generic filters
კაკტუსი

კაქტუსი (Cactaceae)

  1. კაქტუსის ვიზუალური აღწერა მოკლედ
    კაქტუსების ოჯახი შედგება 130 გვარისგან, რომელიც 1800 სახეობას
    აერთიანებს.
    მაგრამ ამათგან 16 სახეობა ყველაზე ლამაზი და მოსავლელად ადვილია.
    კაქტუსები სხვადასხვანაირად გამოიყურებიან. ზოგი იზრდება მრგვალ ან
    სვეტისებურ ფორმად, ზოგი ბრტყელია, ზოგიც მცოცავი ან დაკიდებული
    ფორმითაა. ისინი სიდიდითაც საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამ
    მცენარისთვის დამახასიათებელია მისი ეკლები, რომლის საშუალებითაც
    შეუძლია ჰაერიდან ტენიანობის მიღება და ღეროს შიდა უჯრედებამდე
    მიყვანა.
    არსებობს ერთი განსაკუთრებული ჯიშის კაქტუსი Opunita echios, რომელიც
    ხის სახით იზრდება.
    ღერო-წვნიანი კაქტუსების ფესვები ბოჭკოვანია, ხოლო რიზომა-წვნიანი
    კაქტუსები საკმაოდ ბოლქვიანია.
    განსაკუთრებული თვისება კი ისაა, რომ კაქტუსის ყვავილები ღამის
    განმავლობაში ყვავილობს, რის გამოც მას „ღამის დედოფალს“ უწოდებენ.
    ყვავილების ხანგრძლივობა კი ხშირად მხოლოდ ერთი ღამე ან 12-14 დღე
    გრძელდება.
    არა მარტო საჭირო ტემპერატურა, არამედ სინათლის გარკვეული
    რაოდენობაცაა საჭირო ამ მცენარის ასაყვავებლად სახეობების მიხედვით.
  2. წარმომავლობა, სამშობლო და გავრცელების რეგიონები
    მთავარი გავრცელების მხარე კაქტუსებისთვის კანადის სამხრეთი,
    ჩრდილო-აღმოსავლეთი ამერიკა, ჩილეს სამხრეთი, მექსიკისა და
    არგენტინის მშრალი ადგილებია, თუმცა ეს მცენარეები თავს
    შესანიშნავად გრძნობენ ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში,
    ტროპიკულ წვიმიან ტყეებსა (სადაც უხვ ნალექს ხეები იწოვს და
    მხოლოდ წყლის მცირედი რაოდენობა რჩება კაქტუსებისთვის ) და
    სტეპებში. გაველურებული სახით კი კაქტუსები სამხრეთ აფრიკასა და
    კანარიის კუნძულებზეც გხვდება.
  3. კლიმატური პირობები

ეს მცენარეები იზრდებიან როგორც დაბალ ადგილებზე, ისე მაღალ
მთებში.
განსაკუთრებით კი იმ ადგილებშია გავრცელებული, სადაც წლიური
ნალექი 100-400 მმ-ია, წელიწადში 3000 სთ. მზეა და 30-100 წვიმიანი
დღე.
არსებობს კაქტუსების სახეობები, რომლებიც -30 გრადუს ცელსიუსსაც
უძლებენ და არ ზიანდებიან ყინვაში, რადგან დაბალი ტემპერატურის
დროს წყლის რაოდენობა მათში საგრძნობლად მცირდება.

  1. ტროპიკულია თუ სუბტროპიკული
    კაქტუსი ტროპიკული მცენარეა.
  2. ყვავილობის პერიოდი
    კაქტუსტების უმეტესობა (!) ყვავილობს ივნისიდან-სექტემბრამდე, თუმცა
    წლის სხვა თვეებშიც გვხვდება აყვავებული კაქტუსები.
  3. ადამიანისთვის სასარგებლო მხარეები
    კაქტუსი გამოიყენება არა მარტო როგორც დეკორატიული მცენარე,
    არამედ საკვებადაც (მაგალითად მისგან ჯემს ამზადებენ). ამ მცენარის
    ზოგიერთ სხეობას კი იცნობენ როგორც „მწერების მასპინძელს“,
    რომელიც ანადგურებს მწერებს და მიიღება წითელი საღებავი,
    რომელსაც კამპარის ალკოჰოლური აპერიტივისთვის ან ტუჩების
    საცხისთვის გამოიყენებენ.
  4. ადგილის შერჩევა დასარგავად
    მცენარის ამ სახეობას უყვარს მზიანი და ძალიან მზიანი, თიხნარი, ქვიშიანი,
    ზომიერად მშრალი ადგილი.
  5. სიცოცხლის ხანგრძლივობა
    კაქტუსის სიცოცხლის ხანგრძლივობამ, მისი სახეობების მიხედვით,
    შეიძლება 15-დან 200 წელსაც კი მიაღწიოს.

9. გასხვლების პერიოდი

  1. მცენარის ზომა ზრდასრულ მდგომარეობაში
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on pinterest
Share on skype
Share on telegram
ნივთი დამატებულია კალათაში. კალათის ნახვა