ალისფერი მუხა არის საშუალო ზრდის ინტესივობის ხე, იგი აღწევს 20-25 მ სიმაღლეს და 9-12 მ სიგანეს. ტოტები ჰორიზონტალურად იზრდება და გარდა მთავარი ტოტებისა იგი დახუნძლულია უამრავი წვრილი ტოტით. ხის კენწერო დროთა განმავლობაში იძენს მრგვალ და ღია ფორმას.მცენარე ქმნის ბრტყელ გვირგვინისებრ ფესვთა სისტემას.
ახალგაზრდა ტოტები ყვითელი ან ნარინჯისფერ-ოქროსფერია. ფოთლები მუქი მწვანეა, მოგრძო-ოვალური, გარედან მბზინავი, 8-15 სმ სიგრძის, თოთოეულ მხარეს 3-4 დაბოლოებით. შემოდგომით ფოთლები კაშკაშა ალისფერი ხდება რაც ნამდვილ ფერად ფეიერვერკს მოგაგონებთ, ზამთრის განამვლობაში მისი ფოთლები გადაიფერებიან ყავისფრად.
მცენარის სახლი ჩრდილოეთ ამერიკაა საიდანაც იგი გავრცელდა მთელს ევროპაში მისი მომხიბვლელი ფერის გამო.
მუხის ყვავილობა იწყება აპრილი/მაისში.მისი კაკლები კვერცხისებრია,2 სმ სიგრძის და მწიფდება მეორე წლის შემოდგომაზე.
მისი ოპტიმალური საცხოვრებელი ადგილი არის მზიანი ან ოდნავ დაჩრდილული ადგილები, მშრალი ან ოდნავ ტენიანი, მჭავე ან ოდნავ ტუტე ნიადაგი.იგი ყინვა და ქარ გამძლეა, არ ზიანდება ქალაქის გარემოთი,იმუნურია ბევრი დაავადებებისა და მავნებლების მიმართ. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა აღწევს 80 წელს.
